ელჩი

უპირველეს ყოვლისა, უღრმესი მადლობა ელჩების პროგრამით დაინტერესებისათვის!

რა არის ელჩი?

იდეაში, ელჩია ის, ვინც Amikumu-ს პოპულარიზებაში გვეხმარება თავის ადგილობრივ საზოგადოებაში. ისინი ადგილზე ჩვენი წარმომადგენლები არიან! ჩვენი უდიდესი მხარდამჭერები და უმნიშვნელოვანესი დამხმარენი.

რას აკეთებს ელჩი?

გააჩნია თავად რა შეუძლიათ. ჩვენ სია ჩამოვწერეთ იმისა, თუ რა გზებით ეწევიან ჩვენი ელჩები მსოფლიოს მასშტაბით Amikumu-ს პოპულარიზებას.

  • ისინი აქვეყნებენ ბლოგებსა და YouTube ვიდეოებს! მაგალითად იხ: Amikumu: The App Yiddish Speakers have been Waiting for! (Moshe Sherizen), Auslan: What is Amikumu? (Kiah Morante) და სხვ. პრესრელიზებისათვის ჩვენ მთლიანი გვერდი გვაქვს განკუთვნილი.
  • ისინი აქვეყნებენ ბმულებს Facebook-ის ჯგუფებსა და თავიანთ პროფილებზე. საზოგადოებრივი მხარდაჭერის მცირედი გამოვლენაც კი დიდად მნიშვნელოვანია!
  • ისინი არიგებენ ფლაერებს და საუბრობენ Amikumu-ს შესახებ ადგილობრივ ენის შეკრებებზე. ეს აგრეთვე ადგილობრივი საზოგადოების დაფუძნებისა და გაფართოების შესანიშნავი გზაა.
  • ისინი თავიანთ ენებზე თარგმნიან აპლიკაციასა და ვებგვერდს. ჩვენი მიზანია გავხდეთ მსოფლიოში ყველაზე მეტ ენაზე თარგმნილი აპლიკაცია და ამისათვის ყოველგვარი დახმარება გვჭირდება.
  • ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მითითებებს იძლევიან. ჩვენ გვესმის, რომ ყოველი ენა და კულტურა განსხვავებულია. ჩვენ გვინდა და გვჭირდება თქვენი რჩევები თუ როგორ უნდა მოვიქცეთ თქვენს საზოგადოებაში.

სანაცვლოდ რას იღებენ ელჩები?

თქვენი უძვირფასესი მხარდაჭერისათვის ჩვენ ცოტა რამის გაკეთება შეგვიძლია. თუმცა, არსებობს რამდენიმე წამახალისებელი რამ ელჩად ყოფნისა. ელჩებს სხვა რამეებთან ერთად აპლიკაციის უნიკალური დაგროვებითი ბეჯები ურიგდებათ. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე [email protected].