დაგვეხმარეთ

გმადლობთ Amikumu-ს დახმარებაში დაინტერესებისათვის!

იხილეთ ჩვენი მხარდაჭერისა და გუნდის გაფართოების 8 მარტივი გზა.

  1. გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი

ჩვენ ყოველთვიურად ვაქვეყნებთ საინფორმაციო ბიულეტენს ჩვენი გეგმებისა და წარმატებების შესახებ შესაბამისი კულისებსმიღმა პერიპეტიებით. წვლილს ველით ჩვენი საზოგადოების წევრებისგანაც, თქვენი ჩათვლით. ეს ჩვენი თქვენთან საკომუნიკაციო პირდაპირი გზაა. დარეგისტრირდით აქ.

  1. თვალი გვადევნეთ სოციალურ მედიაში

ჩვენ წარმოდგენილი ვართ სოციალურ მედიაშიც ყველაზე პოპულარულ ვებგვერდებზე.

  1. გაგვაზიარეთ მეგობრებში

გაუზიარეთ ჩვენი აპლიკაცია თქვენს მეგობრებს სოციალური მედიისა ან ელფოსტის საშუალებით!

რაც უფრო მეტი გაიგებს Amikumu-ს შესახებ, მით უფრო სასარგებლო გახდება იგი ყველა ჩვენგანისათვის. გააზიარეთ ჩვენი ოფიციალური ვებგვერდის ბმული www.amikumu.comდა მიაწერეთ თუ რატომ მოგწონთ იგი ასე ძალიან.

  1. დაგვეხმარეთ აპლიკაციისა და ვებგვერდის თარგმნაში!

ჩვენი მიზანია გავხდეთ ყველაზე მეტ ენაზე თარგმნილი აპლიკაცია მსოფლიოში! ეს მარტივი არაა, ამიტომაც თქვენი დახმარება გვჭირდება!

იმისათვის, რომ წვლილი შეიტანოთ არსებულ თარგმანში ან სრულიად ახალი დაიწყოთ, გთხოვთ დარეგისტრირდეთ აქ: CrowdIn (ჩვენი ფავორიტი მთარგმნელობითი სისტემა) და აირჩიოთ ენა, რომელზეც გსურთ აპლიკაციის თარგმნა. აუცილებელ მინიმუმზე შეზღუდვა არ არსებობს, შეგიძლიათ გადათარგმნოთ როგორც მთლიანი აპლიკაცია, ასევე მხოლოდ რამდენიმე სიტყვა – ეს თქვენზეა დამოკიდებული.

  1. შეიძინეთ ოქროს წევრობა!

ოქროს წევრობა გთავაზობთ დამატებით ტექნიკურ მახასიათებლებს, მაგ. ვირტუალური ტელეპორტაცია და კონფიდენციალობის დამატებითი პარამეტრები. თუმცა იგი ასევე თქვენი მხარდაჭერის გამოხატვის შესანიშნავი გზაცაა და საჭირო ფინანსურ დახმარებას გაგვიწევს! ოქროს წევრობის შეძენა აპლიკაციაშივე შეგიძლიათ (მალე!).

  1. შეიძინეთ მაისური ან ფინჯანი!

მაისური ერთობ მარტივი და ამასთანავე ძლიერი საშუალებაა Amikumu-ს პოპულარიზაციისა. მოინახულეთ ჩვენი ინტერნეტმაღაზია.

  1. ამობეჭდეთ და გაავრცელეთ ჩველი ფლაერები

ჩვენ დავამზადეთ ფლაერები, რომლებიც შეგიძლიათ გაავრცელოთ თქვენს სკოლაში, უნივერსიტეტსა და ადგილობრივ ენის კლუბში. ამასთანავე, ისინი არაერთ ენაზეა თარგმნილი თქვენივე სარგებლობისათვის. თუკი პირადი ფლაერების დამზადება გჭირდებათ, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელფოსტაზე: [email protected]

  1. მოაწყვეთ შეკრებები!

ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი: შეხვდით Amikumu-თი გაცნობილ ხალხს და გაუზიარეთ სხვებს თქვენი ისტორიები! ჩვენ მოხარული ვიქნებით წარმატებულ შეხვედრათა ამბების მოსმენით. გაგვიზიარეთ თქვენი თავგადასავლები და სურათები ელფოსტაზე [email protected]

დაბოლოს, წინასწარ უღრმესი მადლობა თქვენი ყოველგვარი დახმარებისთვის!

იდეებისა და შემოთავაზებების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე:[email protected].