დახმარება / ხშირად დასმული კითხვები

ზოგადი

რა არის Amikumu?

Amikumu – ესაა აპლიკაცია, რომელიც გეხმარებათ ნებისმიერ ენაზე სასაუბროდ ახლომახლო ხალხის პოვნაში. მაგალითად, დასასვენებლად ყოფნისას, გამოიყენეთ Amikumu ადგილზე ესპანურად, ფრაგულად ან სხვა ნებისმიერ ენაზე მოსაუბრეთა აღმოსაჩენად და გასაცნობად.

მახასიათებლები

როგორ მუშაობს?

  1. შექმენით ანგარიში ხელით ან ფეისბუკით.
  2. აირჩიეთ რომელი ენა იცით და რა დონეზე. ჩვენს მონაცემთა ბაზაში 7 000-ზე მეტი ენაა (ჟესტების 100-ზე მეტი ენის ჩათვლით).
  3. შეიყვანეთ პირადი სახელი და თქვენი თითოეული ენის აღწერა.
  4. გაფილტრეთ „ახლომახლო“ ნუსხა რათა იპოვოთ 100 ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანი, ვინც თქვენთვის სასურველ ენაზე/ენებზე საუბრობს.
  5. დაუკავშირდით სხვებს და შეხვდით!

უფასოა?

დიახ.

რომელ პლატფორმებს იყენებს Amikumu?

Amikumu თავსებადია Android-ისა (OS 4.0.3) და iOS 9.1-სათვის (iPhone 4S, iPad 2+).

უსაფრთხოება

შეუძლიათ თუ არა სხვებს ჩემი ზუსტი ადგილმდებარეობის დანახვა?

ჩვენთვის თქვენი კონფიდენციალობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, ამიტომ Amikumu არ ინახავს და არ აჩვენებს ზუსტ ადგილმდებარეობებს.

როგორ დავრწმუნდე რომ უცხო ხალხი არ მომწერს?

ეს შეუძლებელია, მაგრამ Amikumu-ს გააჩნია მომხმარებელთა დაბლოკვის ფუნქცია. როდესაც რომელიმე მომხმარებელს დაბლოკავთ, ის ვეღარ შეძლებს სისტემაში ვერც თქვენს დანახვასა და ვერც თქენთან დაკავშირებას.

საზოგადოება

არის თუ არა Amikumu ღია პროგრამული კოდით?

ჩვენ Amikumu-ში ყოველნაირად მივესალმებით ღია პროგრამულ კოდს. მაგრამ სამწუხაროდ ამჟამად ღია კოდი შეუსაბამოა ჩვენი ორგანიზაციისათვის. თუმცა ველით შესაძლებლობას, როდესაც ღია კოდის შეთავაზება შეგვეძლება.

შემიძლია თუ არა Amikumu-ს თარგმნა?

დიახ, შეგიძლიათ Amikumu თარგმნოთქართულად.

რას ნიშნავს Amikumu?

Amikumu ესპერანტოზე ნიშნავს „იმეგობრეთ!“

როგორ ჩავერთო?

ჩვენ მივესალმებით თქვენს შეფასებებს, ასე რომ – ჩაეწერეთ ჩვენს საფოსტო ნუსხაში, ან გამოგვიწერეთ შემდეგ სოცქსელებში: Facebook Twitter და VK რათა იყოთ ინფორმირებული.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ელფოსტაზე:[email protected]